spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნედ პრაისი – აშშ არ აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს დაყოფის მცდელობის არანაირ შედეგს

“არ ვაღიარებთ რუსეთის მიერ საქართველოს დაყოფის მცდელობის არანაირ შედეგს!” – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა.

 

ნედ პრაისი რუსეთთან მიერთების საკითხზე “რეფერენდუმის” ჩატარებას  შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის ინიციატივას გამოეხმაურა.

 

“რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს, ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას. მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე. არც დე ფაქტო ხელისუფლებას და არც რუსეთის მთავრობას არ აქვს უფლება, მიიღონ გადაწყვეტილებები საქართველოს შემადგენლობაში შემავალი სამხრეთ ოსეთის მომავალზე, ისევე როგორც აშშ-მ არ აღიარა რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმში უკანონო შეჭრა და ანექსიის მცდელობა და ისევე, როგორც ჩვენ არ ვაღიარეთ კრემლის ცინიკური მცდელობა, რომ ეღიარებინა დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული რეგიონები. 

 

ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – განაცხადა ნედ პრაისმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები