spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნედ პრაისი – აშშ გმობს რუსეთის მიერ საარჩევნო უბნების ორგანიზებას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ტერიტორიებზე მათი თანხმობის გარეშე

ვგმობთ რუსეთის მიერ საარჩევნო უბნების ორგანიზებას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ტერიტორიებზე მათი თანხმობის გარეშე, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი Twitter-ზე წერს.

 

ნედ პრაისის განცხადებით, აშშ სინანულს გამოთქვამს რუსეთის რეპრესიულ ქმედებებზე.

 

“ამერიკის შეერთებული შტატები სინანულს გამოთქვამს, რუსეთის იმ რეპრესიულ ქმედებების გამო, რომელმაც შეაფერხა დუმის არჩევნების თავისუფლება, სამართლიანობა და სანდოობა და ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ საარჩევნო უბნების ორგანიზებას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ტერიტორიებზე მათი თანხმობის გარეშე”, – წერს  ნედ პრაისი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები