აშშ რუსეთს დამატებით სანქციებს დაუწესებს, თუ მოსკოვი უკრაინასთან კონფლიქტის ესკალაციას გააგრძელებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა.
“ჩვენ მეტს გავაკეთებთ, თუ დავუშვებთ, რომ რუსეთი განაგრძობს ესკალაციას და ამ ეტაპზე ჩვენ არ გვინახავს რაიმე ნიშანი იმისა, რომ რუსეთი მზად არის, სხვაგვარად მოიქცეს“, – განაცხადა პრაისმა.
ამასთან, მან ასევე გააკრიტიკა ალექსანდრე ლუკაშენკო და აღნიშნა, რომ მან ვლადიმერ პუტინს ბელარუსის სუვერენიტეტის დაცინვის უფლება მისცა.