spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნედ პრაისი – ეს კანონპროექტი დაფუძნებულია მსგავს რუსულ და უნგრულ კანონდებლობაზე და არა ამერიკულზე

გვაქვს ინფორმაცია საქართველოს პარლამენტში შესულ კანონპროექტზე და ღრმად გვაშფოთებს მისი შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს პარლამენტში შესულ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

 

“ჩვენ ეს წუხილები გავუზიარეთ საქართველოს მთავრობას.

 

შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. 

 

ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. 

 

განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს კანონპროექტი დაფუძნებულია შეერთებულ შტატებში არსებული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე (FARA) აშკარად მცდარია. მეტიც, ეს კანონპროექტი ჩანს, რომ ეფუძნება მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას [და არა FARA-ს ან რომელიმე ამერიკულ კანონმდებლობას]”, – განაცხადა ნედ პრაისმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები