spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნედ პრაისი – მიგვაჩნია, რომ ეს კანონები აზიანებს საქართველოს ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან და საფრთხეს უქმნის მის ევროატლანტიკურ მომავალს

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება, მოერიდონ ესკალაციას ან ძალადობრივ ქმედებებს და პატივი სცენ კანონის უზენაესობას და საქართველოს დემოკრატიულ ღირებულებებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტების დანერგვა შეუთავსებელია ქართველი ხალხის ევროინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების აშკარა სურვილთან.

 

“როდესაც საუბარია იმაზე, რასაც ახლა ვხედავთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვდგავართ ხალხის გვერდით მთელ მსოფლიოში, ისარგებლონ უნივერსალური უფლებით, რაც გულისხმობს თავისუფლად შეკრებას, მშვიდობიან პროტესტს, გამოხატვის თავისუფლებას. ჩვენ ყოველთვის მათ გვერდით ვდგავართ, ვინც მშვიდობიანად სარგებლობს თავიანთი უნივერსალური უფლებით.

 

როდესაც საუბარია ამ კანონპროექტზე, ეს კითხვა უკვე საქართველოს ხელისუფლებისთვის არის. ჩვენ ამ საკითხზე შეხედულება ძალიან მკაფიოდ გამოვთქვით და გამოვხატეთ როგორც ათწლეულების განმავლობაში პარტნიორებმა, რომელიც დაეხმარა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ფაზაში დემოკრატიის, ეკონომიკის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებების კონსოლიდაციაში.

 

ჩვენ გვსურს, ვიყოთ იმ პოზიციაში, როდესაც შევძლებთ ამ ყველაფრის გაგრძელებას. მთელ მსოფლიოში არიან ქვეყნები, რომლებიც იზიარებენ ამ შეშფოთებას ევროკავშირიდან, გაერო-დან. თუმცა ყველაზე მეტად ეს არის ხმები თავად საქართველოდან. ჩვენ მოვისმინეთ ძლიერი პროტესტი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაში, საზოგადოებრივ ჯგუფებსა და დამოუკიდებელ აქტორებში, რომლებიც ჩვენი აზრით, ლეგიტიმურად არიან შეშფოთებული ამ კანონებით, რომ ის ხელს შეუშლის და შეაფერხებს მათ შესაძლებლობას, ისარგებლონ უნივერსალური უფლებით.

 

ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ ამ ტიპის კანონმდებლობის მიღებას ექნება შედეგები ჩვენი შესაძლებლობისთვის, გავაგრძელოთ სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ვფიქრობდით, რომ ვიქნებოდით საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის.

 

მიგვაჩნია, რომ ეს კანონები აზიანებს საქართველოს ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან და საფრთხეს უქმნის მის ევროატლანტიკურ მომავალს“,- განაცხადა პრაისმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები