spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნედ პრაისი – მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილისადმი სამართლიანი მოპყრობა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი “მთავარ არხთან” მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებასა და დაკავების საკითხს გამოეხმაურა. 

 

მან ხელისუფლებას მოუწოდა, რომ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილისადმი სამართლიანი მოპყრობა საქართველოს კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებების ნაწილში, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.

 

“მადლობა თქვენი შეკითხვისთვის. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით და ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილისადმი სამართლიანი მოპყრობა საქართველოს კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებების ნაწილში, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად”, – განაცხადა მან “მთავარ არხთან”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები