spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნედ პრაისი – მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები

13 წლის წინ რუსეთი უკანონოდ შეიჭრა საქართველოში, დახოცა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ათასობით ადამიანს აიძულა, საცხოვრებელი დაეტოვებინა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა აგვისტოს ომთან დაკავშირებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

 

ნედ პრაისის თქმით, რომ რუსი სამხედროები საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას ახდენენ და რუსეთის ოკუპაციას ტრაგიკული ადამიანური საფასური აქვს, განსაკუთრებით „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს.

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის სასიცოცხლო ჰუმანიტარულ და სამედიცინო დახმარებაზე წვდომის შეზღუდვას მსხვერპლი ტყუილუბრალოდ მოჰყვა, რაც დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

 

“მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები. სოლიდარული ვართ საქართველოს მოსახლეობის მიმართ და მოუთმენლად ველოდებით დღეს, როდესაც ისინი გაერთიანდებიან“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები