spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნედ პრაისი – მშვიდობიან დემონსტრანტებს უნდა მიეცეთ უფლება, გამოხატონ თავიანთი უფლებები თავისუფლად

ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში ბოლო საათის მოვლენებს, ჩვენი გზავნილია, რომ აშშ დგას ყველასთან, ვინც მშვიდობიანად გამოხატავს თავიანთ უნივერსალურ უფლებებს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა.

 

“ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში ბოლო საათის მოვლენებს. ჩვენ ვხედავთ ცნობებს, რომლებიც თბილისიდან მოდის, რომელთა თანახმადაც, დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და სხვა საშუალებები გამოიყენეს ე.წ. უცხოური აგენტების წინააღმდეგ პროტესტის ჩასახშობად. ჩვენი გზავნილი საქართველოს ხალხის, საქართველოს მთავრობის, მთელი მსოფლიოს მოსახლეობის და მთავრობებისადმი არის, რომ აშშ დგას ყველასთან, ვინც მშვიდობიანად გამოხატავს თავიანთ უნივერსალურ უფლებებს. მსოფლიოს მოსახლეობის უნივერსალური უფლებაა შეკრება, რომ მათი ხმები იქნას გაგონილი, თავისუფლად საუბარი, მათი მთავრობებისთვის ანგარიშვალდებულების დაკისრება.

 

ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოში ადგილზე სიტუაციის მონიტორინგს, თუმცა ჩვენი გზავნილია, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებს უნდა მიეცეთ უფლება, გამოხატონ თავიანთი უფლებები თავისუფლად. ეს არის საქართველოს მოსახლეობის უფლება, ეს არის მსოფლიოში ყველა ქვეყნის მოსახლეობის უფლება“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები