spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნედ პრაისი – თუ რუსეთს სერიოზულად სურს მშვიდობის დამყარება, ის გაიყვანდა თავის ჯარებს უკრაინის სუვერენული ტერიტორიიდან

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ნედ პრაისის განცხადებით, საშობაოდ ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა ცინიზმი. 

 

მისივე თქმით, ვაშინგტონში სკეპტიკურად არიან განწყობილი ე.წ. ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

 

“ეს არის ცინიზმი, ვინაიდან რამდენიმე დღის წინ, ახალი წლის დღეებში მოსკოვი ბომბავდა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ამ ობიექტებს სამიზნეებსაც ვერ დავარქმევ. ნაკლებად გვჯერა, რომ რუსეთის ამ განცხადების უკან შესაბამისი მზადყოფნა დგას. ვფიქრობთ, რომ რუსეთი შეეცდება, ნებისმიერი დროებითი პაუზა გამოიყენოს შესვენებისთვის, ძალების გადაჯგუფებისთვის და მორიგი თავდასხმისთვის. შესაბამისად, ამას ცეცხლის შეწყვეტას ვერ ვუწოდებთ. თუ რუსეთს სერიოზულად აქვს განზრახული მშვიდობის დამყარება და ომის დასრულება, ის გაიყვანდა თავის ჯარებს უკრაინის სუვერენული ტერიტორიიდან. ეს იქნებოდა ომის დასრულება და ამისკენ მოვუწოდებთ რუსეთს როგორც ჩვენ, ასევე უკრაინელები და მსოფლიოს უდიდესი ნაწილი“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები