spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნედ პრაისი – ვინც ხმას მისცემს ამ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე

“ყველა, ვინც ხმას მისცემს ამ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა. 

 

“ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი თანამიმდევრული შეშფოთება ამასთან დაკავშირებით და ვხედავთ, რომ კანონის მიღების პროცესი კვლავ გრძელდება. ჩვენ ვრჩებით ღრმად შეწუხებული, ვინაიდან უცხოეთის აგენტების კანონპროექტი სტიგმატიზებას გაუკეთებს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმებსა და საქართველოს მოქალაქეებს, ვინც ერთგულად ცდილობს უკეთესი ქვეყნის შენებას თავისი თანამოქალაქეებისა და საზოგადოებისთვის. ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული ამ კანონის შესაძლო შედეგებზე სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის საქართველოში.

 

ჩვენი სათქმელი მარტივია და ამას ვიმეორებთ საჯაროდ და ასევე გადავეცით პირადადაც. ყველა, ვინც ხმას მისცემს ამ კანონპროექტს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის პოტენციური საფრთხის შექმნაზე”, – განაცხადა ნედ პრაისმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები