ნეპალში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად სავარაუდოდ, 72 ადამიანი დაიღუპა.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ ბორტზე 68 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა.
Yeti Airlines-ის ბორტი ATR 72 დედაქალაქ კატმანდუდან პოხარაში მიფრინავდა.
ავიაკატასტროფის ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ. რა გახდა თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერ უცნობია.
მედიის ინფორმაციით, ბორტზე ინდოეთის, ირლანდიის, სამხრეთ კორეის, ავსტრალიის, საფრანგეთის, არგენტინის და რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.