spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სამედიცინო ცენტრში გადაყვანის შემდეგ თავს “ძალიან კარგად” გრძნობს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ  თავს “ძალიან კარგად” გრძნობს მას შემდეგ, რაც სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

 

The Time of Israel-ის ინფორმაციით, ნეთანიაჰუმ გაიარა “შემდეგი დაგეგმილი გამოკვლევები” მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში დეჰიდრატაციის ეჭვი გამოთქვეს, თუმცა პირველადი ტესტების დროს “არაფერი საგანგაშო არ აღმოჩნდა”.

 

სამედიცინო ცენტრიდან გავრცელებულ ვიდეოში ისრაელის პრემიერი აცხადებს, რომ მეუღლესთან ერთად ზღვაზე იყო, “მზეზე, ქუდის და წყლის გარეშე, რაც საუკეთესო იდეა არ არის”.

 

“ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, მაგრამ ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან: გთხოვთ, ნაკლები დრო გაატაროთ მზეზე, დალიოთ მეტი წყალი, ყველას კარგი კვირა გვქონდეს”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

 

73 წლის ნეთანიაჰუ სამედიცინო ცენტრში დღეს მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც მან მოულოდნელად გონება დაკარგა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები