spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ნეთანიაჰუ – ნებისმიერი ადგილი, სადაც “ჰამასი” მოქმედებს, ნანგრევებად გადაიქცევა, რაც მოხდება უახლოეს დღეებში, დიდხანს ემახსოვრებათ

ღაზას სექტორში “ჰამასზე” თავდასხმები ჯერ მხოლოდ დაიწყო,  ომის დასასრულს ისრაელის მტრები მიხვდებიან, რომ ქვეყანაზე თავდასხმა შეცდომა იყო, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

 

მისივე თქმით, რამდენიმე პალესტინელი “ბოევიკი” კვლავ ქვეყანაში იმყოფება და აფრთხილებს ტერორისტებს, რომ ღაზას სექტორში “ჰამასზე” თავდასხმები ახლა იწყება. პრემიერი მათ ხელებშეკრული ბავშვების მკვლელობაში ადანაშაულებს.

 

“ყველაზე მნიშვნელოვანი არის სიმშვიდე. მე ვიცი, რომ ჩვენ ყველას გვინდა შედეგი სწორედ აქ, ახლავე, მაგრამ ამას გარკვეული დრო დასჭირდება”, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

 

ის ასევე დაჰპირდა ხალხს, რომ რომ ომის ბოლოს მათი მტრები მიხვდებიან, რომ ისრაელზე თავდასხმა საშინელი შეცდომა იყო.

 

“ნებისმიერი ადგილი, სადაც “ჰამასი” მოქმედებს, ნანგრევებად გადაიქცევა. ეს უკვე ხდება და გაგრძელდება”, – აღნიშნა მან.

 

ამასთან, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ასევე მოუწოდა ოპოზიციას შეუერთდეს ეროვნული ერთიანობის მთავრობას ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, როგორც ეს გაკეთდა 1967 წლის ექვსდღიანი ომის დროს.

 

ისრაელის პრემიერმა ხუთ ძირითად ამოცანაზე ისაუბრა: ტერორისტების დამარცხება ჯერ კიდევ ისრაელში; ღაზას სექტორში ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციის მომზადება; მშვიდი სიტუაციის შენარჩუნება სხვა ფრონტებზე; ოპერაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება; ქვეყნის გაერთიანება.

 

მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ისინი მუდმივ კონტაქტში არიან. ნეთანიაჰუმ ასევე მადლობა გადაუხადა მსოფლიოს სხვა ლიდერებს მხარდაჭერისთვის.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები