“ნეთფლიქსში“ აცხადებენ, რომ პატივს სცემენ ნონა გაფრინდაშვილის ბრწყინვალე კარიერას, თუმცა ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ თავს დაიცავენ სასამართლოში.
“უდიდეს პატივს ვცემთ ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს და მის კარიერულ მიღწევებს, მაგრამ ჩვენი აზრით, ბრალდება უსაფუძვლოა და თავს ბოლომდე დავიცავთ”, – აცხადებენ “ნეთფლიქსში”.
ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა „ნეთფლიქსს“ უჩივლა. ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატები “ნეთფლიქსისგან“ ზარალის ასანაზღაურებლად სულ მცირე ხუთ მილიონ დოლარს ითხოვენ.
“ნეთფლიქსის“ წინააღმდეგ სასამართლო დავაში ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს ამერიკელი და ქართველი იურისტების ჯგუფი იცავს.