spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიდერლანდების პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც მოქალაქეებს კორონავირუსით ინფიცირებას სთავაზობდა

ნიდერლანდების პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც მომხმარებლებს კორონავირუსით ინფიცირებას სთავაზობდა. 

 

ნიდერლანდების თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის საპოლიციო დანაყოფმა ნიდერლანდების მოქალაქე გუშინ დააკავა. პოლიციის ცნობით, მათ ასევე დაბლოკეს საიტი, რომლის მეშვეობითაც დაკავებული მოქალაქეებს 33 ევროს სანაცვლოდ „კოვიდ-19“-ით დაინფიცირებას სთავაზობდა. 

 

არსებული ინფორმაციით, მომხმარებლებს ეგზავნებოდათ ე.წ. კორონა ნარები, სადაც შედიოდა კონტეინერში მოთავსებული ვირუსის შემცველი ნივთიერება და კოვიდტესტი. 

 

დაკავებული მომხმარებლებს გარანტიას აძლევდა, რომ კონტეინერში მოთავსებული სითხე კორონავირუსის ყველა აღმოჩენილ შტამს შეიცავდა და მაღალი ეფექტიანობით გამოირჩეოდა. 

 

დაკავებული მამაკაცის მტკიცებით, ინფექციის გადატანის შემდეგ მოქალაქეები იმუნიზაციის ჩატარებას თავიდან აიცილებდნენ და მათზე ე.წ. მწვანე პასპორტები სახელმწიფოს მიერ უპრობლემოდ გაიცემოდა. 

 

პოლიციის განცხადებით, გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, მოახერხა თუ არა მამაკაცმა ნივთიერების რეალიზაცია და რამდენ მომხმარებელს მიჰყიდა საეჭვო მასალა. 

 

აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაში მის მიმართ შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმები ამოქმედდება. 

 

ამ ეტაპზე მამაკაცი პირობით გათავისუფლებულია პატიმრობიდან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები