spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა ჩიტაძე – არ არის გამორიცხული, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში გამკაცრდეს სანქციები

არ არის გამორიცხული, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში გამკაცრდეს სანქციები, იმიტომ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ინფორმირებულია იმ ანტიამერიკული განწყობების შესახებ, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაში არსებობს, – ამის შესახებ Front News-თან ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დონალდ ტრამპის ქმედებები რუსეთის მიმართ შესაძლოა, უფრო რადიკალური იყოს, ვიდრე ეს მოსალოდნელია.

“არ არის გამორიცხული, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში გამკაცრდეს სანქციები, იმიტომ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ინფორმირებულია იმ ანტიამერიკული განწყობების შესახებ, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაში არსებობს. იმან, რომ “ოცნება” ტრამპის არჩევას ემხრობოდა, არ მგონია, რომ  საქმეს უშველოს. ერთ-ერთი მიზეზია ისიც, რომ ტრამპი განსაკუთრებულ ანტიჩინურ პოლიტიკას ატარებს. გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაიკლ პომპეო აფრთხილებდა ქართულ მხარეს, რომ გაეტარებინა უფრო ფრთხილი ჩინეთთან და არ უნდა დაეთმოთ ანაკლიის პორტი ჩინელებისთვის. მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ტრამპის ადმინისტრაცია არ უნდა იყოს ლოიალური “ქართული ოცნების” პოლიტიკის მიმართ.

რაც შეეხება მსოფლიოს საგარეო პოლიტიკას და უკრაინის ომს, შეიძლება, რადიკალური აღმოჩნდეს რუსეთის მიმართ ტრამპი იმიტომ, რომ რუსეთი თანამშრომლობს ჩინეთთან. აქ მხოლოდ ტრამპზე არ არის საქმე, ამერიკა დემოკრატიული ქვეყანაა და რესპუბლიკელები რუსეთის მიმართ ხისტი პოლიტიკით გამოირჩეოდნენ. ეს ფაქტორები გასათვალისწინებელია”, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები