ევროკავშირისა და ნატოს წარმომადგენლებს ეცნობათ იმ მდგომარეობის შესახებ, რომელშიც იმყოფება საქართველოს მესამე პრეზიდენტი. აქ ნათლად ჩანს, რომ საქართველოში არსებობს შერჩევითი სამართალი, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს საქართველოში არა მარტო ევროინტეგრაცია, არამედ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა დადგა საფრთხის ქვეშ.
“ევროკავშირისა და ნატოს წარმომადგენლებს ეცნობათ იმ მდგომარეობის შესახებ, რომელშიც იმყოფება საქართველოს მესამე პრეზიდენტი. აქ ნათლად ჩანს, რომ საქართველოში არსებობს შერჩევითი სამართალი და ბუნებრივია, როგორც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია დადგა საფრთხის ქვეშ, ასევე შეიძლება ითქვას, რომ საერთო ჯამში, საქართველოს სახელმწიფოებრიობა დადგა საფრთხის წინაშე”, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით, სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა განცხადება გააკეთეს, სადაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე და გათავისუფლების მოთხოვნაზე ისაუბრეს.