spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა ჩიტაძე – ოპოზიციამ უნდა დაარწმუნოს მოსახლეობა, რატომ არის მნიშვნელოვანი მშვიდობიანი გზით ხელისუფლების შეცვლა

ოპოზიციამ მეტად უნდა იმუშაოს მოსახლეობასთან, რათა დაარწმუნოს,  რატომ არის საჭირო ხელისუფლების შეცვლა, – ამის შესახებ Front News-ს პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ განუცხადა. 

 

მისი თქმით, ოპოზიციის წინააღმდეგ  „ქართული ოცნების“ პროპაგანდა წარმატებით მუშაობს. 

 

“ამ რთულ ვითარებაში რაც უნდა გააკეთოს  ოპოზიციამ, ეს არის,  პირველ რიგში,  მეტი მუშაობა  მოსახლეობასთან.  არ არის საუბარი პარლამენტში დარჩენა – არდარჩენაზე.  

 

ოპოზიციამ უნდა დაარწმუნოს მოსახლეობა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მშვიდობიანი გზით ხელისუფლების შეცვლა.  

 

გასაგებია, რომ ნაწილი „ოცნებას“ მხარს იმიტომ უჭერს,  რომ პირადი სარგებელი აქვს, მაგრამ მოსახლეობის სხვა ნაწილი მხარს უჭერს იმიტომ,  რომ ოცნებამ მოახერხა დაერწმუნებინა, რომ „ნაციონალები“ იყვნენ პირსისხლიანები  და ახლა ოპოზიცია არის ომის პარტია…. მუშაობაა საჭირო ამ ჭორების გასაფანტად. 

 

დღესაც სჯერა ძალიან ბევრს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ააცილა ქვეყანას ომი.  ბევრს სჯერა „ოცნების“ პროპაგანდის, ამასთან, მოსახლეობის რაღაც ნაწილის ნაკლებინფორმირებულობა არის გარკვეული პრობლემა, რითაც“ ქართული ოცნება“ სარგებლობს. ოპოზიციამაც უნდა გაითვალისწინოს ეს და საზოგადოებამაც“, – განაცხადა ჩიტაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები