შეშინებულები და ანერვიულებულები არიან, რომ შესაძლოა, ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდეს, – ამის შესახებ Front News-ს პოლიტოლოგმა ნიკა ჩატაძემ განუცხადა.
მისი თქმით, კობახიძე ცდილობს ივანიშვილის დაცვას, მაგრამ კარგად არ გამოსდის.
“კობახიძის განცხადება, თითქოს საქართველოს ომში ჩათრევა უნდა ვინმეს, არის ტყუილი, რადგან ომში ვერავინ ჩაითრევს ქვეყანას, თუ თვითონ ხელისუფლებამ არ მიიღო ამის გადაწყვეტილება. კობახიძე ცდილობს ივანიშვილი დაიცვას, მაგრამ ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ ამოცანას. ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, დაიცვან ივანიშვილი. შეშინებულები არიან, ვლინდება ივანიშვილის კავშირები რუს ოლიგარქებთან. ბევრი რამე დაემთხვა ერთმანეთს და ანერვიულებულები არიან, რომ შესაძლოა, ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდეს“, – განაცხადა ჩიტაძემ.