spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა გიგაურის ოჯახის გამოსახლების საქმეზე გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის 24 თებერვალს, ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება ნიკა გიგაურის ოჯახის გამოსახლებისას, აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიციის თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე,

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

 

“სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

 

გიგაურების ოჯახი სახლიდან ძალის გამოყენებით გუშინ გამოასახლეს, ასევე დააკავეს რამდენიმე ადამიანი. ადვოკატების თქმით, გიგაური თაღლითობის მსხვერპლი გახდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები