მე თავს არც მაშინ ვთვლიდი პოლიტიკოსად. არც ერთ პარტიაში არ ვყოფილვარ არასდროს, არც მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრი ვიყავი, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, საკონსულტაციო ფირმა “რეფორმატიქსის” დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა ნიკა გილაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, გარდა ევროკავშირში ინტეგრაციისა, რომელიც უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის, ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი პოტენციალი, შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს რეგიონალური ჰაბი.
“მე თავს არც მაშინ ვთვლიდი პოლიტიკოსად. არც ერთ პარტიაში არ ვყოფილვარ არასდროს, არც მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრი ვიყავი. 12 წელი ჩვენ ვიმუშავეთ ჩვენი კომპანიის განვითარებაზე და ამ რეგიონზე. მე მივხვდი, რომ თუ საზოგადოებამ დღეს არ იცის რა შესაძლებლობას უშვებს ხელს გარდა ევროკავშირისა ჩავთვალე, რომ ჩემი ძალიან დიდი მინუსი იქნებოდა სიჩუმე. 12 წელიწადია არანაირი კომენტარი არ გამიკეთებია, არანაირი განცხადება, ინტერვიუც კი არ ჩამიწერია, მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენმა კომპანიამ და მე პირადად ვიმუშავეთ ჩვენს რეგიონში და დავინახეთ ის არაჩვეულებრივი პოტენციალი, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. გარდა ევროკავშირში ინტეგრაციისა, რომელიც უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის, ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი პოტენციალი, შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს რეგიონალური ჰაბი, ეკონომიკური ჰაბი ცენტრი დასაქმების. არანაირი პოლიტიკური განცხადება მე აქამდე არ გამიკეთებია. სპეციალურად არ გავაკეთე მე ეს ლექცია გასულ კვირას, იმიტომ, რომ მეუბნებოდნენ, რომ ეგ რომ გააკეთო, ყველა იფიქრებს, რომ სიებში გინდა შესვლა. არანაირი სურვილი არ მაქვს არცერთ პოლიტიკური პარტიის სიაში შესვლის და არ ვარ არცერთი პოლიტიკური პარტიის სიაში“, – განაცხადა გილაურმა.