spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა გვარამია – აღმოჩნდა, რომ მე თურმე მასამართლებს „რუსთავის 2“-ის გენერალური დირექტორი ზაზა გველესიანი

„რუსთვი 2“-ის საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ არ დააკმაყოფილა „მთავარი არხის“ დამფუძნებლის  ნიკა გვარამიას მოთხოვნა და პროცესზე საკუთარი თავის აცილების გადაწყვეტილება არ მიიღო. 

 

ნიკა გვარამია სასამართლო პროცესზე საათნახევარის განმავლობაში განმარტავდა, თუ რატომ არის მიზანშეუწონელი ლაშა ჩიკვაძის მიერ განიხილოს „რუსთავის 2“-ის საქმის განხილვა, რადგან ლაშა ჩიკვაძეს, „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორთნ ზაზა გველესიანთან  მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებს. 

 

მოსამართლე ადასტურებს ზაზა გველესიანთან მეგობრობას, თუმცა აღნიშნული არ მიიჩნია შუამდგომლობის დაკმაყოფილებისათვის საკმარის პირობად. 

 

ნიკა გვარამიას განცხადებით, მისთვის მოულოდნელი იყო, თუ ასეთი მაღალი კვალიფიკაციის მოსამართლე, როგორიც  ლაშა ჩხიკვაძეა, არ მოახდენდა აცილებას. 

 

“ეს შემთხვევა უნდა შეიტანონ სახელმძღვანელოებში, თუ როგორი არ უნდა იყოს დასაბუთება აცილებაზე და როგორი არ უნდა იყოს მოსამართლე აცილებაზე შუამდგომლობის დასაბუთებისას. აღმოჩნდა, რომ მე თურმე მასამართლებს „რუსთავის 2“-ის გენერალური დირექტორი ზაზა გველესიანი.

 

პროკურატურა არის „რუსთავი 2“ და მოსამართლე არის ზაზა გველესიანი.  ძალიან ცუდია, ის რაც ხდება.  დღევანდელი სხდომა ასეთი მაღალკვალიფიციური მოსამართლის პირობებში ამგვარად ჩატარებული, რაც იხილა, მთელმა საქართველომ  არის ძალიან დიდ ლურსმანი ჩვენი სასამართლოს რეპუტაციის კუბოში”, -განაცხადა ნიკა გვარამიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები