spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა გვარამია – ან გაგვყავს ჩვენი სამშობლო სამშვიდობოს, ან აღარ იქნება სამშობლო

რეჟიმს სახე არ აქვს, რასაც ვუყურებთ, რუსეთია და მეტი არაფერი. ან გაგვყავს ჩვენი სამშობლო სამშვიდობოს, ან აღარ იქნება სამშობლო. რუსეთში სამშობლო, საქართველო ვერ გაიხარებს, არასდროს გაუხარია, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა უნდა იდგეს ერთად, ახლა სხვა არაფრის დრო არ არის, გარდა ერთიანობისა.

“რეჟიმს სახე არ აქვს, რასაც ვუყურებთ, რუსეთია და მეტი არაფერი. ან გაგვყავს ჩვენი სამშობლო სამშვიდობოს, ან აღარ იქნება სამშობლო. რუსეთში სამშობლო, საქართველო ვერ გაიხარებს, არასდროს გაუხარია. პირველი, რაც გააკეთა რუსეთმა 1801 წელს, გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, გადაღება ყველა ეკლესია და გააუქმა ქართული საგალობლები. აი ეს არის რუსეთი! ეს არის რუსეთი კულტურა! ჩვენ ეს არ გვინდა, ჩვენ მივდივართ იქ, სადაც ჩვენს ეკლესიას უფრთხილდებიან, ჩვენს ტრადიციებს უფრთხილდებიან და ფულს გვაძლევენ იმისთვის, რომ ეკლესიები არ დაინგრეს. სამარცხვინოა, რაც აქ ხდება. ან მშობლები არ ჰყავთ, ან შვილები, ნათესავები… ყველა უნდა იდგეს ერთად, ახლა სხვა არაფრის დრო არ არის, გარდა ერთიანობისა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები