spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა გვარამია – არ იქმნება ალტერნატიული პარლამენტი პრეზიდენტის ლიდერობით, უბრალოდ შემოგვთავაზეს თანამონაწილეობა სწორ ფორმატში

ეს იყო საუბარი პოლიტიკურ პარტიებთან, არ იქმნება ალტერნატიული პარლამენტი, პრეზიდენტის ლიდერობით, უბრალოდ შემოგვთავაზეს თანამონაწილეობა სწორ ფორმატში, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია პრეზიდენტის ჩართულობა ამ ყველაფერში, საზოგადოების ნდობა და ლეგიტიმაცია აქვს სალომე ზურაბიშვილს.

“ეს არჩევნები არ შემდგარია, ჩვენ ვეძებთ გამოსავალს, როგორ დავძლიოთ ეს პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისი, რომელიც ნელ-ნელა იქცევა გეოპოლიტიკურ კრიზისადაც. მნიშვნელოვანია პრეზიდენტის ჩართულობა ამ ყველაფერში, საზოგადოების ნდობა და ლეგიტიმაცია აქვს სალომე ზურაბიშვილს. თავად პრეზიდენტი გააკეთებს განცხადებას, როგორ და რას ფიქრობს, ეს იყო საუბარი პოლიტიკურ პარტიებთან, არ იქმნება ალტერნატიული პარლამენტი პრეზიდენტის ლიდერობით, უბრალოდ შემოგვთავაზეს თანამონაწილეობა სწორ ფორმატში. ჩვენი კოალიცია მიესალმება ამ შემოთავაზებას“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციონერი ლიდერები ორბელიანების სასახლეში შეხვდნენ. განხილვის თემა “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება და სამოქმედო გეგმა იყო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები