spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა გვარამია – არჩევნების შედეგები გაუქმდება, ჩატარდება ახალი არჩევნები, ვინც გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს

ამ ქვეყანაში არჩევნების შედეგები გაუქმდება, ჩატარდება ახალი არჩევნები, ვინც გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს. ეს “ქართული ოცნება” ვერ იქნება, აგერ ნახავთ.  პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს პარლამენტი არალეგიტიმურია, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ საგანგებო შეკრების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელ აქციაზე სალომე ზურაბიშვილიც იქნება.

“ამ ქვეყანაში ჩატარდება ახალი არჩევნები, ვინც გაიმარჯვებს – გაიმარჯვებს. ეს “ქართული ოცნება” ვერ იქნება, აგერ ნახავთ. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს პარლამენტი არალეგიტიმურია. ამაზე ვთანხმდებით ყველანი. ჩვენ გუშინ განცხადება გავაკეთეთ მანდატებზე უარის თაობაზე. არშესვლა შეიძლება ვინმემ ბოიკოტად განიხილოს. საერთოდ არ ვიმონაწილევებთ ამ პარლამენტში და როგორც კი ჩახსნა იქნება შესაძლებელი, ამ სიასაც ჩავხსნით, ამაზე ყველას თანხმობა არსებობს.

რაც შეეხება იმას ვინ ვართ ერთად და ვინ არა დღეს ვნახავთ სცენაზე ერთად ვიქნებით ყველანი. სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში არის ამ ქვეყნის ისტორიული ლიდერი, რომელსაც მივყავართ ევროპისკენ და ის აუცილებლად იქნება აქციაზე.

სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს ისტორიაში პირველად წერია, რომ ამ არჩევნების კანონიერებას და შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან ისინი არ აღიარებენ.

ნდობას ვუცხადებდი ელექტრონულ არჩევნებს და არა კარუსელებს, რომელიც ჩაატარა “ქართულმა ოცნება”, გვაქვს ფაქტები და გამოქვეყნდება, მათ შორის ვიდეომტკიცებულებები”,  – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები