spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა გვარამია – არც პასუხის გაცემას ვაპირებ და არც გაჩერებას, იმუშაონ, მე ეს მხოლოდ ღირსებას მმატებს

არც პასუხის გაცემას ვაპირებ და არც გაჩერებას, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მოხდეს ცვლილებები, – ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

 

“მაინტერესებს კიდევ ერთხელ რისთვის დამიჭერენ ოქტომბრის მერე. რამე კიდევ არსებობს სხვა მანქანა ან არ ვიცი კიდევ რა, სხვა აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდება. რა ვიცი, მე მაგას არ გამოვრიცხავ არც ოქტომბრის მერე და არც ოქტომბრამდე მაგრამ, გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ ამისი არც მეშინია, რამე ეგეთს თუ იზამენ, მთლად უკეთესი.

 

ფაქტია, რომ მნიშვნელოვანი აურზაურია ჩემთან და ჩვენთან დაკავშირებით. ვინც ერთად ვიბრძვით იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი შევცვალოთ. არ აქვს ამას მნიშვნელობა, არც პასუხის გაცემას ვაპირებ და არც გაჩერებას. იმუშაონ, მე ეს მხოლოდ ღირსებას მმატებს და ჩემს შესაძლებლობებზე ძალიან ადეკვატურად მეტყველებს. მათთან საუბარს საერთოდ არ ვაპირებ. ჩემს გეგმებს დაელოდონ და ნახავენ.

 

კიდევ ერთხელ ვამბობ – ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ წვლილი შევიტანო ცვლილებებში. მეტი არაფერი ეგეთი მნიშვნელობის, ეგეთი ხარისხის, არ არსებობს. ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მოხდეს ცვლილებები და არაფერს არ გავაკეთებ იმისთვის, რომ განსაკუთრებულ თანამდებობაზე მოვხვდე მე. ეს არ არის ჩემთვის პირველხარისხოვანი და არც მეორეხარისხოვანი. ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ცვლილებები.

 

რაც შეეხება სუსის უფროსობას, სრული აბსურდია. ჯერ ერთი, არავის შემოუთავაზებია, მეორე, არავითარი სურვილი მაგისი არ მაქვს. პირიქით, სურვილი მაქვს, რომ სუსი გაუქმდეს, იმიტომ რომ ის არის პოლიციური ზედამხედველობა პოლიტიკაზე, ის არის პოლიტიკური პოლიცია, პოლიტიკური ჟანდარმერია. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ეს უწყება ამ ფორმით აღარ უნდა არსებობდეს და უნდა ჩაიშალოს მისი უფლებამოსილებები სხვადასხვა შესაბამის სტრუქტურაში. ასე რომ, ეგეთი სისულელე ვერაფრით ვერ იქნება სიმართლესთან ახლოს”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ “მთავართან”.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები