spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა გვარამია – ბიძინა ივანიშვილი რომ იქნება ამ ქვეყნის პირველი პატიმარი, ასეთივე ღონისძიებები იქნება მიღებული

ბიძინა ივანიშვილი რომ იქნება ამ ქვეყნის პირველი პატიმარი, ასეთივე ღონისძიებები იქნება მიღებული, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, “მთავარი არხის” დირექტორმა ნიკა გვარამიამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა. 

 

მისი თქმით, ივანიშვილის მხარდასაჭერად ამდენი ხალხი არ შეიკრიბება. 

 

“კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილი ამას უყურებს, იმიტომ რომ ის რომ იქნება ამ ქვეყნის პირველი პატიმარი, ასეთივე ღონისძიებები იქნება მიღებული, უბრალოდ, ამდენი ხალხი მის მხარდასაჭერად არ იქნება”, – განაცხადა გვარამიამ. 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილი. ადგილზე სამართალდამცველების უპრეცედენტო მობილიზებაა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები