spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა გვარამია – ბიძინა ივანიშვილს დაზაფრული და შეშინებული ხალხი სჭირდება საარჩევნო ტექნოლოგიად

ჩვენ ვისმენთ ყოველდღე, თუ როგორ უნდა ველოდოთ ომს, რა ცუდია სიკვდილი – ყველაფერი ეს არის ტყუილი და ამ ტყუილს ვისმენთ და ვიზაფრებით მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს დაზაფრული და შეშინებული ხალხი სჭირდება, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, დაშინებული და დაზაფრული ხალხი ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო ტექნოლოგიად სჭირდება.

“ყველა ადამიანს გვაერთიანებს ერთი რამ – ამ საზოგადოებაში დაიკარგა ბედნიერება, იმიტომ, რომ ხელისუფლება, რომლის პირობებშიც ჩვენ ვცხოვრობთ, გვაიძულებს, რომ გავექცეთ უბედურებას. ჩვენ ვისმენთ ყოველდღე, თუ როგორ უნდა ველოდოთ ომს, რა ცუდია სიკვდილი – ყველაფერი ეს არის ტყუილი და ამ ტყუილს ვისმენთ და ვიზაფრებით მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს დაზაფრული და შეშინებული ხალხი სჭირდება საარჩევნო ტექნოლოგიად, იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი შანსი, როგორც ეს მას ჰგონია, მისი გადარჩენის შანსი და მას სჭირდება დასუსტებული საზოგადოება.

ბიძინა ივანიშვილი, მმართველი პარტიის პირველი ნომერი, არის მოძალადე ქართული საზოგადოების წინააღმდეგ”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები