spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა გვარამია – ჩემს უკან დგანან ახალი ადამიანები, ვისაც აქვთ ახალი ხედვები, ამ ხალხს არ შეუძლია, იყოს უპატიოსნო

მე არ ვაპირებ იმის მტკიცებას, რომ მე ვარ ახალი. მე ვაპირებ იმის მტკიცებას, რომ მე ახალ ხალხს მოვიყვან პოლიტიკაში. ჩემს უკან დგანან ახალი ადამიანები, ვისაც აქვთ ახალი ხედვები. ამ ხალხს არ შეუძლია, იყოს უპატიოსნო, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” კარგის მთქმელი საქართველოს მასშტაბით ძალიან ცოტა ჰყავს.

“ქართული პოლიტიკა უნდა შეიცვალოს, უნდა მოვიდნენ ახალი ადამიანები, უნდა იყოს ახალი მიდგომები. მე არ ვაპირებ იმის მტკიცებას, რომ მე ვარ ახალი. მე ვაპირებ იმის მტკიცებას, რომ მე ახალ ხალხს მოვიყვან პოლიტიკაში. ჩემს უკან დგანან ახალი ადამიანები, ვისაც აქვთ ახალი ხედვები. ამ ხალხს არ შეუძლია, იყოს უპატიოსნო.

მე, ნიკა გვარამიას მაქვს, ჩემი აზრით, ბევრი მიღწევა, მაგრამ მაქვს ბევრი შეცდომა. მე არ მჭირდება, რომ პოლიტიკა დაკავდეს ჩემი განხილვით. მე მაინც მგონია, რომ ჩვენი კოალიცია არის ყველაზე გამორჩეული. რამდენჯერმე მკითხეს კობახიძის ბოდვებზე, მე ამაზე ბევრი დრო მაქვს დახარჯული ჩემს ცხოვრებაში და მიმაჩნია, რომ ფუჭადაა ეს დრო დახარჯული. ამაზე კომენტარს არ აქვს აზრი, ეს უნდა შეიცვალოს. ეს უნდა გადაიჭრას გორდიას კვანძივით.

ვერ შეხვდებით ადამიანებს, ვინც ” ქართულ ოცნებაზე” რამე კარგს გეტყვის. ჩემთვის ამოცანა რა არის – ვინც მე ცუდს მეუბნება, მთავარია, იმან სხვა ოპოზიციურ პარტიებზე თქვას კარგი და ხმა მისცეს”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები