ამ ქვეყანას აქვს თავისი არჩევანი, ამ ქვეყანას აქვს თავისი გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება არის გზა ევროპისკენ. ჯერ დამთავრებული არ ჰქონდა ირაკლი კობახიძეს საუბარი, როდესაც საერთაშორისო გამოხმაურება კატასტროფულად ნეგატიური ფორმით უკვე გამოქვეყნებული იყო, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ხალხი წყვეტს თავის ბედს და ყველა უნდა იყოს ამ ხალხის გვერდში, მედიაც, პრეზიდენტიც, პოლიტიკოსებიც და საჯარო მოხელეებიც.
“ამ ქვეყანას აქვს თავისი არჩევანი, ამ ქვეყანას აქვს თავისი გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება არის გზა ევროპისკენ. ჯერ დამთავრებული არ ჰქონდა ირაკლი კობახიძეს საუბარი, როდესაც საერთაშორისო გამოხმაურება კატასტროფულად ნეგატიური ფორმით უკვე გამოქვეყნებული იყო. პრეზიდენტის მიერ ოპოზიციური პარტიების იყო სრულიად სწორი და დროული და საუბარი ერთიანობაზეც არის სწორი. ჩვენ გვაქვს ერთადერთი რამ დასაცავი, ეს არის სამშობლო, მეტი ამ წუთში არ წყდება არაფერი, წყდება სამშობლოს ბედი. ხალხი წყვეტს თავის ბედს და ყველა უნდა იყოს ამ ხალხის გვერდში, მედიაც, პრეზიდენტიც, პოლიტიკოსებიც და საჯარო მოხელეებიც“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.