spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა გვარამია – ჩვენ გვექნება ჩვენი წინადადებები, ჩვენი სიაც, მათ შორის იმ ადამიანების, ვინც უნდა დასანქცირდეს

ამაღამ მივფრინავ სტრასბურგში ევროპარლამენტის სესიაზე.  ბუნებრივია, ჩვენ გვექნება ჩვენი წინადადებები, ჩვენი სიაც, მათ შორის იმ ადამიანების, ვინც უნდა დასანქცირდეს, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

გვარამიას აზრით, პასუხი უნდა გაეცეს  შეკითხვას –  როგორია არჩევნებამდე მისვლის გზები და როგორი უნდა იყოს არჩევნები.

“პირველ რიგში, პასუხი  უნდა გავცეთ შეკითხვას –  როგორ მივდივართ არჩევნებამდე, როგორი უნდა იყოს არჩევნები. ეს პასუხები სჭირდება მოსახლეობასაც.

მიხარია, რომ ყველა კოალიცია ვიყავით აქ, სხვა პოლიტიკური პარტიაც და იყო პრეზიდენტი, რაც მთავარია. კარგია, რომ ასეთი ფორმატი აღდგა. მსჯელობის ფორმატი არის მნიშვნელოვანი, ოღონდ სწრაფი და ნაყოფიერი მსჯელობის და არა ერთმანეთისთვის სადღეგრძელოების თქმით.

ამაღამ მივფრინავ სტრასბურგში ევროპარლამენტის სესიაზე, სხვა კოალიციებიდანაც იმედი მაქვს ვიხილავ. მე და ზურა ჯაფარიძე მივდივართ “კოალიცია ცვლილებიდან”, ბუნებრივია, ჩვენ გვექნება ჩვენი წინადადებები, ჩვენი სიაც, მათ შორის იმ ადამიანების, ვინც უნდა დასანქცირდეს, ვინც არიან მოძალადეები, როგორც მოსამართლეები და პროკურორები, ასევე ცრუ მოწმეები, რომლებიც იტყუებიან პროცესებზე და ადამიანებს ციხეში უშვებენ.

კვლევებმა გვაჩვენა ის, რომ  “ქართული ოცნება” არის დიდ უმცირესობაში, მათ შორის, მისი მომხრეებიც კი აღიარებენ, რომ ქვეყანაში არის უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი და ამაზე პასუხისმგებელია “ქართული ოცნება”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა. შეხვედრაზე მიმდინარე პროცესები და სამოქმედო გეგმები განიხილეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები