ის ადამიანები, ვისზეც დღეს “ქართული ოცნება“ დგას და სარგებლობს არაადამიანურად ადამიანების სოციალური შეჭირვებით, პოლიტიკოსები ვცოდავთ, როცა არ ველაპარაკებით ამ ადამიანებს, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციამ ამ ხალხის ბოლომდე ინტეგრაცია საერთო პროტესტში ვერ შეძლო.
“ის ადამიანები, ვისზეც დღეს “ქართული ოცნება“დგას და სარგებლობს არაადამიანურად ადამიანების სოციალური შეჭირვებით, პოლიტიკოსები ვცოდავთ, როცა არ ველაპარაკებით ამ ადამიანებს. ჩვენ გვჭირდება, რომ მუშების და გლეხების პროტესტიც გამოჩნდეს. ამ ხალხის ბოლომდე ინტეგრაცია საერთო პროტესტში ვერ შევძელით. თუ მსახიობებს შეუძლიათ ამხელა ამბის მოწყობა დაკავებული კოლეგის გამო, ძალიან ბევრი ჯგუფია, რომელიც არის პროტესტის ნაწილი, რომლებმაც იციან, რომ არჩევნები გაყალბდა და მათაც უნდათ გააპროტესტონ. თუ ჩვენ შეგვიძლია ამათ დავეხმაროთ, ესაა მნიშვნელოვანი, რომ დავეხმაროთ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.