“ქართული ოცნება” დღეს თავისი არხების მეშვეობით, მეკითხება – მაქვს თუ არა მე უფლება, გორის ქუჩებში ვიარო – მაქვს მე ამის უფლება თავაწეულმა ვიარო ამ ქალაქში, იმიტომ, რომ ომის დროსაც დავდიოდი ამ ქალაქის ქუჩებში. ვმუშაობდი ტყვეთა გაცვლაზე, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ გორში, კოალიციის ოფისის გახსნაზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“მინდა, შევპირდე ამ ქალაქს, რომ ამ ქალაქში და არც ამ ქვეყანაში, ომი არასოდეს აღარ იქნება. ჩვენ არ მოგვიწევს ყურება აქ შემოსული რუსების, ჩვენ ვერ მოვისმენთ დაბომბვის ხმებს, ჩვენ არ გვეყოლება ქუჩაში გარდაცვლილი ადამიანები, ეს არ მოხდება, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ გაერთიანებულები, ჩვენ ვიცით, როგორ უნდა ვიმოქმედოთ და ჩვენ გვერდით არის მთელი დასავლეთი.
ჩვენ, როგორც “ქართული ოცნება” გვეუბნება, კი არ გავექცევით უბედურებას, ჩვენ დავეწევით, ვიპოვით ჩვენ ბედნიერებას. ამის გაკეთება უნდა ჩვენს კოალიციას. ჩვენ ვიცით, როგორ ჩამოვაშოროთ ამ ქვეყანას პრორუსული ივანიშვილის რეჟიმი, ჩვენ ვიცით, როგორ დავიცვათ თქვენი ხმები, მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით, როგორ უნდა წავიყვანოთ ქვეყანა წინ, როგორ უნდა იმართებოდეს ის ისე, რომ ერთმანეთი არ დავჭამოთ, საზოგადოებაში იყოს სიმშვიდე, ქუჩებში იყოს მშვიდობა, დასავლეთს ჩვენ მოვწონდეთ და ყველაფერს გვაძლევდეს, რაც გვეკუთვნის, რასაც ჩვენ ვიმსახურებთ, როგორ წავიდეთ წინ და კიდევ ერთხელ, როგორ ვიყოთ ბედნიერები.
“ქართული ოცნება” დღეს თავისი არხების მეშვეობით, მეკითხება – მაქვს თუ არა მე უფლება, გორის ქუჩებში ვიარო – მაქვს მე ამის უფლება თავაწეულმა ვიარო ამ ქალაქში, იმიტომ, რომ ომის დროსაც დავდიოდი ამ ქალაქის ქუჩებში. ვმუშაობდი ტყვეთა გაცვლაზე.
ასევე მეკითხებიან – ივანიშვილის ბაობაბები რომ გახმა, თუ გრძნობთ ამაზე პასუხისმგებლობას, თქვენ, რომ პროტესტი გამოაცხადეთ, იმიტომ შეყოვნდა და იმიტომ გახმაო – სამარცხვინო შეკითხვაა ქალაქში, რომელიც ომისგანაა დაზარალებული. ომის დღეებში როცა ივანიშვილის ბაობაბებზე სვამ შეკითხვას, ამაზე უფრო დიდი სირცხვილი არ არსებობს”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.