50-ზე მეტი პოლიტპატიმარია საქართველოში, ადამიანები არიან ციხეში და პოლიტიკოსებმა არ უნდა იწუწუნონ, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას რუსეთის და რუსული რეჟიმის წინააღმდეგ უწევს ბრძოლა.
“ეს არის არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმური პროცესი, რომელიც რეალურად, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა. მე ნამდვილად არ ვაპირებ ამ კომისიაზე მისვლას.
ეს არ არის ერთადერთი იარაღი, რომელსაც ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენებენ, კიდევ ბევრი იქნება, მაგრამ ჩვენ ვიცით ვის წინააღმდეგ გვიწევს ბრძოლა – ეს არის რუსეთი და რუსული რეჟიმი, ასე რომ, მზად ვართ წინააღმდეგობის გასაწევად.
50-ზე მეტი პოლიტპატიმარია საქართველოში, ადამიანები არიან ციხეში და პოლიტიკოსებმა არ უნდა იწუწუნონ”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.