spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა გვარამია – ჩვენთვის ცნობილია ახალი გარემოებები, რომლის გამოც უნდა დაგვეყენებინა რამდენიმე შუამდგომლობა

ჩვენთვის ცნობილია ახალი გარემოებები, რომლის გამოც უნდა დაგვეყენებინა რამდენიმე შუამდგომლობა, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, სწორედ ამიტომ მივიდნენ საქალაქო სასამართლოში და სურდათ პროცესზე შესვლა, თუმცა მოსამართლეებმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს: 

 

“ჩვენ აქ მოვედით იმიტომ, რომ ჩვენთვის ცნობილია ახალი გარემოებები, რომლის გამოც უნდა დაგვეყენებინა რამდენიმე შუამდგომლობა. მათ შორის, მოსამართლეების აცილების შუამდგომლობა, იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი გარემოებებია, რომლებსაც შიგნით მყოფი  ადვოკატები ამ ინფორმაციას არ ფლობდნენ და ამხელა შუამდგომლობას ვერაფრით ვერ გავაგზავნიდით ტელეფონით”, -განაცხადა გვარამიამ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ მიხეილ სააკაშვილის მომდევნო პროცესი 29 ნოემბერს ჩაინიშნა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები