spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა გვარამია – დარწმუნებული ვარ, ივანიშვილის წასვლის საკითხი დადგება ძალიან მალე და მას საშუალება უნდა ჰქონდეს უკან დახევის

ამერიკული სანქციები არის ესკალაციური. შეიძლება, ივანიშვილი სულ ბოლოს იყოს და მანამდე მისი სისტემა ჩამოინგრეს. ეს შეიძლება, გაცილებით უფრო ქმედითი აღმოჩნდეს, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი ინტერესია, რომ ივანიშვილი წავიდეს ქვეყნიდანაც, რადგან მისი საქართველოში  ყოფნა არის დენთის კასრი.

“ამერიკული სანქციები არის ესკალაციური. შეიძლება, ივანიშვილი სულ ბოლოს იყოს და მანამდე მისი სისტემა ჩამოინგრეს. ეს შეიძლება, გაცილებით უფრო ქმედითი აღმოჩნდეს.

რაც შეეხება გომელაურს, ფიგურალურად ცოცხალია თუ არა გომელაური, არ ვიცით, მაგრამ პასუხისმგებლობა მისია მაინც. რამდენი “ხარება” და შინჯიკაშვილიც არ უნდა მოიყვანონ, შინაგან საქმეთა მინისტრი არის ის და მას შეუძლია ამაზე რეაგირება, მინიმუმ, გადადგომით და განცხადების გაკეთებით მაინც.

დროის თვალსაზრისით, ახლა რაც ხდება არის ყველაზე სწორი. ბუნებრივია, ყველას გვეჩქარება, მაგრამ ამ ყველაფერს თავისი დრო და წესი აქვს, მარტივიც არ არის. სანქციების მიმართულება არის აღმავალი – ქვემოდან ზემოთ და არა პირიქით. ეს ამერიკის შემთხვევაშიც ასე იქნება და ევროკავშირისაც, ვიდრე არ გამოჩნდება ბიძინა ივანიშვილი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილის წასვლის საკითხი დადგება ძალიან მალე და მას საშუალება უნდა ჰქონდეს უკან დახევის, იმიტომ, რომ ჩვენი ინტერესია, რომ ეს კაცი წავიდეს ქვეყნიდანაც, მისი აქ ყოფნა არის დენთის კასრი, ამ ქვეყნის უსაფრთხოებისთვისაც და რეგიონის უსაფრთხოებისთვისაც  არის პრობლემა”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

აშშ-მა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძე “მაგნიტსკის სიაში” შეიყვანა და დაასანქცირა. ასევე, დიდმა ბრიტანეთმა  და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, მისი მოადგილე და კიდევ სამი მაღალჩინოსანი დაასანქცირა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები