spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა გვარამია – დავანებოთ თავი ლაპარაკს სიებზე, გაერთიანებებზე, წილებზე ამ სიებში და ა.შ. ვილაპარაკოთ როგორ მოვიგებთ, როგორ დავიცავთ ხმებს

ვთხოვ ყველას, ოპოზიციურ პარტიებს, ვისიც ჩვენ გვჯერა და იმათაც, ვისშიც ჯერ არ ვართ დარწმუნებული – მოვაწეროთ ყველამ ერთად ამგვარ ფიცს ხელი, რომ არ შევალთ ივანიშვილთან გარიგებაში, – ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ თბილისში, ისანი-სამგორის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

ჩვენმა პარტიამ ხელი მოაწერა, ჯერ მხოლოდ ლიდერებმა, ერთგვარ ფიცს, რომ რაც რა უნდა მოხდეს, არასდროს ბილწთ არ შევეკვრით ზავითა. არასდროს არავინ, ჩვენი სიით მოხვედრილი პარლამენტში, თუ ჩვენი პარტიის რიგითი წევრი არ იქნება ივანიშვილის ხელისუფლებასთან რაიმე გარიგებაში. ვთხოვ ყველას, ოპოზიციურ პარტიებს, ვისიც ჩვენ გვჯერა და იმათაც, ვისშიც ჯერ არ ვართ დარწმუნებული – მოვაწეროთ ყველამ ერთად ამგვარ ფიცს ხელი. ჩვენი ახალგაზრდებს ფიცის მერე, რომელიც სულ ახლახან ძალიან ახლოს აქედან დაიდო და სამშობლოს დაცვას ეხებოდა, ეს ფიციც სამშობლოს დაცვას ეხება იმიტომ, რომ 26-ში ჩვენ ვიმარჯვებთ და ბიძინა ივანიშვილი ვერ წაგვართმევს არჩევანს, ვერ გადაგვიბირებს, ვერ წაიღებს ჩვენ სამშობლოს და ევროპულ მომავალს.

ბოლო დღეებია არის ლაპარაკი ოპოზიციურ კონფიგურაციებზე არჩევნების წინ. მეგობრებო, პატივისცემის მიუხედავად, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, როგორ დავიცავთ არჩევნებს და გამარჯვების მერე, ერთად, უკვე დიდ კოალიციაში, როგორ გავუშვებთ ივანიშვილს ისტორიის სანაგვეზე და როგორ წავიყვანთ ქვეყანას და ჩვენ ხალხს წინ, ევროპული მომავლისკენ.

მე მინდა ერთხელ და სამუდამოდ დავხუროთ ეს თემა. არჩევნებამდე დარჩენილია ძალიან ცოტა დრო, სამუშაო ბევრია, დიდი შრომა გვაქვს წინ, ნუ გადაიტანთ მზერას საკითხებზე, რომელიც არ არის მნიშვნელოვანი და რომელიც მხოლოდ გვასუსტებს ხალხის თვალში. დავანებოთ თავი ლაპარაკს სიებზე, გაერთიანებებზე, წილებზე ამ სიებში და ა.შ. ვილაპარაკოთ როგორ მოვიგებთ, როგორ დავიცავთ ხმებს და მერე ყველა ერთად როგორ წავალთ წინ”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები