spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ნიკა გვარამია – დღეს ორი ნაბიჯი გადაიდგა დიქტატურის მიმართულებით

დღეს ორი ნაბიჯი გადაიდგა დიქტატურის მიმართულებით: მიშა სააკაშვილს მიუსაჯეს, ყველა ფონდი, რომელიც ეხმარებოდა დაზარალებულებს დააყადაღეს, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, გასაკვირი ისაა, რომ გაკვირვების გარეშე კარგავს საზოგადოება სამშობლოს.

“დღეს ორი ნაბიჯი გადაიდგა დიქტატურის მიმართულებით:

მიშა სააკაშვილს ისეთი მიუსაჯეს, შემდეგ მანამდე მისჯილებს დაამატეს, შემდეგ ჯამი კვადრატში აიყვანეს და საბოლოოდ 12 წელიწად-ნახევარზე ავიდნენ. გასაგებია: დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მძიმე ავტორიტარიზმზე და ქვეყნის მთავარ პოლიტპატიმარზე ვსაუბრობთ (ზვიადის დაპატიმრება ვერ მოასწრეს დამოუკიდებელ საქართველოში) და არაფერი აღარაა გასაკვირი.

ყველა ფონდი, რომელიც ეხმარებოდა დაზარალებულებს (ნანუკას, გილაურის და სხვებიც) დააყადაღეს. ჯერ ხომ ხალხს აჯარიმებენ წარმოუდგენელი თანხით. ახლა ვინც უხდის ამ თანხებს, ვინც უკანონო პატიმრებს ეხმარება – იმათაც აჯარიმებენ. აგერ, ნანუკა ჟორჟოლიანს მთლად გურიის დახმარებისთვის მოსთხოვენ პასუხს, რა ვიცი, თოვლის დისკრედიტაციისთვის უჩივლებს ალბათ “შეურაცხყოფილი თოვლი”. არც ესაა გასაკვირი, სრულიად არა.

მაგრამ, გასაკვირი იცით რა არის? რა და ის, რომ ამდენი “არც ესაა გასაკვირი” დაგროვდა და გაკვირვების გარეშე, სრულიად მოსალოდნელობის რეჟიმში სამშობლოს ვკარგავთ. აი ეს კი ნამდვილად გასაკვირია“,- წერს ნიკა გვარამია.

ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, “ნანუკას ფონდის” გარდა, დაყადაღებულია ფონდები, რომლებიც ბოლოს ძირითადად ჯარიმებს იხდიდნენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები