მსჯელობა უნდა მიმდინარეობდეს, როგორ წარმოგვიდგენია ახალი არჩევნების დანიშვნა და მისი ჩატარება, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მისი გუნდისთვის მნიშვნელოვანია პრეზიდენტის გუშინდელი განცხადების კვალდაკვალ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება.
“ჩვენთვის, მნიშვნელოვანია პრეზიდენტის გუშინდელი განცხადების კვალდაკვალ ჩვენც ნელ-ნელა ჩამოვყალიბდეთ ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში. პროტესტი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ცალკე ნაწილია ამ ამბის. პოლიტიკური პარტიების ჩართულობა საჭიროა, დრო არის პოლიტიკური პროცესის შექმნის და მკაფიო გადაწყვეტილებების.
მსჯელობა უნდა მიმდინარეობდეს, როგორ წარმოგვიდგენია ახალი არჩევნების დანიშვნა და მისი ჩატარება”, – განაცხადა გვარამიამ.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ერთიან საინფორმაციო ცენტრში იკრიბებიან, სადაც არჩევნების საკითხთან დაკავშირებით იმსჯელებენ.