ძალიან ბევრი რამ არის დადგენილი და გარკვეული არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ახალი გარემოებები, ახალი მტკიცებულებები და გვინდა ეს ყველაფერი პრეზიდენტს გავაცნოთ, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის ჩართულობა და მოსაზრებები ძალიან მნიშვნელოვანია საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით.
“მნიშვნელოვანია, რომ ვესაუბროთ საბოლოო განვითარებების შესახებ პრეზიდენტს. ძალიან ბევრი რამ არის დადგენილი და გარკვეული არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ახალი გარემოებები, ახალი მტკიცებულებები და გვინდა ეს ყველაფერი პრეზიდენტს გავაცნოთ და მოვისმინოთ მისი აზრი ამ საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ორბელიანების სასახლეში ოპოზიციონერი ლიდერები სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან.