ევროსაბჭომ საქართველოზე ისეთი რეზოლუცია მიიღო, რუსეთს, აზერბაიჯანს და ბელარუსს არ უდებს ტოლს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია წერს.
“ევროკავშირში მიგვიღებენ კი არა, ევროსაბჭოდანაც გაგვრიცხავენ, ქოცები თუ არ გადავცალეთ სანაგვეში.
რეზოლუციის თანახმად:
“ქართულ ოცნებას” ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში შერჩა დელეგაციის ყოლის ფორმალური უფლება, თუმცა ასამბლეის წევრის ფაქტობრივად ყველა ფუნქცია და პრივილეგია ჩამოერთვა.
რაც მთავარია, აპრილში მათი უფლებამოსილების საკითხთან დაბრუნებამდე, “ოცნებას” აქვს შემდეგი პირობები:
ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა უახლოეს თვეებში, მკაცრი საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ, დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ცესკოს პირობებში;
პოლიტიკური პატიმრების გამოშვება აპრილამდე;
მოძალადეების პასუხისგებაში მიცემა და ძალადობის დასრულება;
რუსული კანონის მთლიანად გაწვევა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნების გათვალისწინება;
განაგრძოს ევროინტეგრაცია ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი რეფორმების გატარების საფუძველზე.
P.S. რეზოლუციის მოკლე შინაარსი: ცეცხლი ოლიგარქიას!”, – წერს ნიკა გვარამია.
ევროსაბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია 114 ხმით მიიღო.