spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა გვარამია – გვაქვს ინფორმაცია, რომ აგვისტოში შეეცდებიან ოპოზიციური მედიების გაჩუმებას და დახურვას

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, მმართველი გუნდი აგვისტოს პერიოდში ოპოზიციური მედიის დახურვას შეეცდება. 

 

ნიკა გვარამიამ საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ელჩებს, ხელისუფლების მკაცრი მონიტორინგისკენ მოუწოდა.

 

“ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ აგვისტო იქნება ის პერიოდი, როცა შეეცდებიან ოპოზიციური მედიების გაჩუმებას და დახურვას. ჩვენ, ბუნებრივია მუდმივად ვიქნებით მწვავე რეაგირების რეჟიმში, მაგრამ მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ყველა ელჩს, რომელიც საქართველოშია, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, განსაკუთრებით ჟურნალისტურ ორგანიზაციებს, რომ მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იყოს საქართველოს მოძალადე ხელისუფლება. იქნება ეს ფიზიკური ძალადობა, სიტყვიერი ბულინგი თუ იქნება ეს საგადასახადო თუ ადმინისტრაციული რესურსით განხორციელებული ძალადობა, ყველა ეს ფორმა იყოს მუდმივი მონიტორინგის ქვეშ, განსაკუთრებით აგვისტოში და იყოს ხისტი, ადრესირებული და ძალიან მკაფიო განცხადებებით და ქმედებებით”,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები