კაციტაძემ კეთილი ინებოს და თქვას, რომ ქალი, რომელსაც სახეში შეაფურთხა დგებუაძემ, რომელიც ყვიროდა, რომ არ გაუშვათ ტუალეტში ჩაიფსასო, არის დაზარალებული წამების საქმეში, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ამაღლობელმა მას განუცხადა, რომ პოლიციელისთვის ხელის გარტყმა პროვოცირებული იყო.
“მზიამ, რაც მთხოვა იყო ის, რომ გახვალ საჯაროდ თქვი, რომ ნუ მომიწოდებენ შიმშილობის შეწყვეტისკენო. ის არ შეწყვეტს შიმშილობას და შესაძლოა, ძალიან ცუდ შედეგამდე მივიდეთ. ის შიმშილობს იმიტომ, რომ ამ ფორმით უსამართლობის წინააღმდეგ იბრძვის და საკუთარი სამშობლოს გადასარჩენად.
მას სხვა ფორმა რეჟიმმა არ დაუტოვა.
მზიამ მითხრა, რომ პოლიციელისთვის ხელის გარტყმა პროვოცირებული იყო, რადგან ისეთი უშვერი სიტყვებით ილანძღებოდა ყველა იმ ადამიანის მისამართით, რომელიც სტიკრებს აკრავდა, რომ ეს იყო ავტომატური რეაქცია. მითხრა, რომ 5 საათი მას არ ჰყავდა ადვოკატი, რადგან მათ არ უშვებდნენ შიგნით.
კოკა კაციტაძემ კეთილი ინებოს და თქვას, რომ ქალი, რომელსაც სახეში შეაფურთხა დგებუაძემ, რომელიც ყვიროდა, რომ არ გაუშვათ ტუალეტში ჩაიფსასო, ორჯერ მოაშორეს პოლიციელებმა, რომ არ დაერტყა და რომ ვერ დაარტყა შეაფურთხა, არის დაზარალებული წამების საქმეში“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.