ჯანდაცვისა და იუსტიციის მინისტრი ვალდებულები არიან, საზოგადოებას მიაწოდონ მზიასთან დაკავშირებით ინფორმაცია. მოვითხოვთ, ამ ორმა სამინისტრომ, ყოველდღე შეგვატყობინებს ქალბატონი მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობას, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
“ძალიან მნიშვნელოვანია მზიას თავისუფლება. ყველას მოგიწოდებთ, დღეს, 5 საათზე მივიდეთ პროკურატურასთან. მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობას ვამხელ მისი თანხმობით. დგებუაძის მითითებით, მას ერთი საათი არ მისცეს წყალი, 4 საათი მას არ უშვებდნენ საპირფარეშოში. ეს ყველაფერი იძლევა წამების დასრულებულ შემადგენლობას.
ყველანი ერთად ვიდგებით ამ ქალის ინტერესების სადარაჯოზე, ქალის, რომელიც გვემსახურება ყველას. შიმშილობის 21-ე დღეს შეიძლება, ისეთი შეუქცევადი ცვლილებები დაიწყოს, რომ შეუძლებელი გახდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის პირვანდელთან დაბრუნება.
მზია ამაღლობელი უკვე 16 დღეა, შიმშილობს, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ წუთში არაფერი ვიცით, ეს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო შიმშილობის პროტოკოლს. მინდა ვთქვა, რომ ჯანდაცვისა და იუსტიციის მინისტრი ვალდებულები არიან, საზოგადოებას მიაწოდონ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. უფრო მეტიც, ჩვენ მოვითხოვთ, ამ ორმა სამინისტრომ, პენიტენციური სამსახურისა და ამაღლობელის მხარის ჩართულობით, მოახდინოს ფორმირება ე.წ. კონსილიუმის, რომელიც ყოველდღე შეგვატყობინებს ქალბატონი მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობას”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.