spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა გვარამია – ხელმოწერილი გვაქვს თავდაუსხმელობის პუნქტი, “ევროპულმა საქართველომ” თავი შეიკავა ამისგან

ხელმოწერილი გვაქვს თავდაუსხმელობის პუნქტი ხელშეკრულებაში, “ევროპულმა საქართველომ” თავი შეიკავა ამისგან, ჩვენთვის ეს არის ერთ-ერთი წითელი ხაზი. გვინდოდა, რომ გამოსულიყო “ლელოს” ერთობაც, მაგრამ რაღაცები ვერ გადავლახეთ, მათ შორის, “ევროპულ საქართველოსთანაც”, – ამის შესახებ “ახალის” თანათავმჯდომარემ ნიკა გვარამიამ განაცხადა.

 

მისივე თქმით, თავდასხმების კუთხით, პირადად მასზეც კეთდებოდა განცხადებები, თითქოს ნიკა მელია მისი მძევალია და თავად კი  ტროას ცხენი.

 

“ევროპული საქართველო” არის პარტია, რომელიც აზროვნებს, აქვს ხედვები. ფასეულობების გათვალისწინებით, ჩვენი და მათი პარტია ახლოს არის ერთმანეთთან, მაგრამ მოდი, ვთქვათ საჯარო განცხადებებზე, რომელიც გაკეთდა იმაზე, რომ უნდა იყოს კონკრეტული შეფასებები თავდასხმის ფორმატში. ზოგადად აკრძალული კი არ არის, მაგრამ ჩვენ ხელმოწერილი გვაქვს თავდაუსხმელობის პუნქტი ხელშეკრულებაში, “ევროპულმა საქართველომ” თავი შეიკავა ამისგან, არ ვიძახი დასაძრახად, ეს მათი პოლიტიკური არჩევანია, მაგრამ ჩვენთვის ეს არის ერთ-ერთი წითელი ხაზი. აქ არ არის საუბარი ადამიანებზე, მაგალითად, კეზერაშვილზე, აქ არის პოლიტიკურ თავდასხმებზე საუბარი. მათ შორის ჩემთან დაკავშირებითაც კეთდება განცხადებები, რომ მელია მყავს მძევლად და ტროას ცხენი ვარ. მე ვგულისხმობ “ევროპული საქართველოს”  ლიდერშიპის პოსტს, მაგრამ მე ამას პირად პრობლემად არ ვიღებ, ამ გაერთიანებაშიც კი იყო პრობლემები.

 

გვინდოდა, რომ გამოსულიყო “ლელოს” ერთობაც, მაგრამ რაღაცები ვერ გადავლახეთ, მათ შორის, “ევროპულ საქართველოსთანაც”. 

 

ჩვენი ერთობა არ არის პარტია, ჩვენ აქედანვე კოალიციურ ურთიერთობებში ვართ, ჩვენ არ ვაპირებთ გადავეზილოთ ერთმანეთს, ერთი პარტია გავხდეთ  და ყველაფერში ერთნაირად ვისაუბროთ. განსხვავებებზე ზემოთ დგომა, მათ შორის, ჩემი აზრით, უნდა შეძლებოდა “ევროპულ საქართველოსაც”, ამ წუთში, ჩემი აზრით, “ევროპული საქართველო” ამის მზაობას არ ასხივებს”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები