spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა გვარამია – მე ხმა მივეცი საქართველოს ევროპულ მომავალს, ხმა მივეცი კოალიციურ მართვას და უარი ვუთხარი წარსულს

მე ხმა მივეცი საქართველოს ევროპულ მომავალს, ხმა მივეცი კოალიციურ მართვას და უარი ვუთხარი წარსულს, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია გაიმარჯვებს და იქნება ზეიმი.

“მე ხმა მივეცი საქართველოს ევროპულ მომავალს, ხმა მივეცი კოალიციურ მართვას და უარი ვუთხარი წარსულს. მოვუწოდებ ყველას, რომ ვიფიქროთ ხმის მიცემისას ჩვენს შვილებზე, ჩვენს წინაპრებზე, მათ დანაბარებზე და დანატოვარზე და წავიყვანოთ საქართველო იქით, სადაც მისი ისტორიული არჩევანია და სადაც მომავალი თაობების არჩევანია და ეს არის ევროპა. ოპოზიცია გაიმარჯვებს და იქნება ზეიმი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები