მიხეილ სააკაშვილი ამ ვითარებაში ცოცხალი ვერ გადარჩება, აგერ გეუბნებით და მერე არ თქვათ, არ გაგვიგიაო, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება და აუცილებელია მისი სამკურნალოდ გადაყვანა.
“მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია, პირადად, ჩემთვის ამის ყურება უკვე შეუძლებელია. მოვუწოდებ ყველას კეთილგონიერებისკენ და ყველაფრის გაკეთებისკენ, რას ადამიანის სიცოცხლეს გადარჩენს. სიტყვა ყველაფერში ვგულისხმობ – ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ს.
მიხეილ სააკაშვილი გარედან დახმარების გარეშე ცოცხალი ვერ გადარჩება. თუ ჩვენ გვინდა, რომ წავუყრუოთ ამას, აგერ გეუბნებით და მერე არ თქვათ, არ გაგვიგიაო.
აქ ამ ვითარებაში, ეს ადამიანი ცოცხალი ვერ გადარჩება“, – განაცხადა გვარამიამ.