spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა გვარამია – მიხეილ სააკაშვილი საერთოდ განრიდებულ უნდა იქნეს საქართველოს პენიტენციურ სისტემას

“ეს სააკაშვილისთვის არის წამების ახალი ფაქტი და დაწესებულება, რომელიც მან დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს. იგი საერთოდ განრიდებულ უნდა იქნეს საქართველოს პენიტენციურ სისტემას” – ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას.

 

“გორის ჰოსპიტალი მიხეილ სააკაშვილისთვის არის აბსოლუტურად იდენტური დაწესებულება გლდანის მე-18 დაწესებულებისა. არავითარი სხვაობა ამ წუთიდან ამ ორ დაწესებულებას შორის არ არსებობს. ეს ჰოსპიტალი არის ციხე, მორჩა. ეს სააკაშვილისთვის არ არის საავადმყოფო. ეს სააკაშვილისთვის არ არის რეაბილიტაციის შესაძლებლობა. ეს სააკაშვილისთვის არის წამების ახალი ფაქტი, განგრძობითი ფსიქოლოგიური წამება და დაწესებულება, რომელიც მან დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს და იგი საერთოდ განრიდებულ უნდა იქნეს საქართველოს პენიტენციურ სისტემას“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ „მთავარი არხის“ ეთერში. მისივე თქმით, დღეს “ქართული ოცნების” მთავარი ამოცანა პროვოკაციების მოწყობა და “მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის გზით ამ ქვეყნის მკვლელობაა”. 

 

“ქართული ოცნების” მთავარი ამოცანაა მოაწყოს პროვოკაციები. იყო ასე პირველ შემთხვევაში კვებასთან დაკავშირებით, იყო ასე მეორე შემთხვევაში გლდანში გადაყვანასთან დაკავშირებით და ხდება ახლა ზუსტად იგივე… “ქართული ოცნების” ამოცანა არის მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის გზით ამ ქვეყნის მკვლელობა და ამ ქვეყანაში დესტაბილიზაციის, რაზეც ბევრჯერ ისაუბრა სააკაშვილმა და მეც ვეთანხმები ამაში, იმგვარი უმძიმესი დესტაბილიზაციის გამოწვევა, რაც დასრულდება თბილისის ცენტრში რუსული ტანკებით და რუსული დაჯგუფებებით“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ. მისივე თქმით, გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა ნინო გოგორიშვილმა განმარტება დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები