spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა გვარამია – მიხეილ სააკაშვილი ცუდად არ არის, მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან ცუდად, ეს რეჟიმი ამ კაცს მოკლავს

ეს რეჟიმი ამ კაცს მოკლავს, მე უკვე ეჭვი აღარ მეპარება ამაში, – ამის შესახებ გლდანის ციხეში მოშიმშილე  მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა. 

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. 

 

“უკვე ზედმეტად მიმაჩნია ჩემი მხრიდან მის ჯანმრთელობაზე ლაპარაკი. ასეთი ფერის მიხეილ საკაშვილი, რამდენიმე დღის წინ რომ ვიყავი შესული არ იყო, ასე სუსტადაც არ იყო. ადამიანი შემოვიდა კედელ-კედელ, რეალურად, ვერ დგას წესიერად ფეხზე. უკვე მგონია, რომ რამდენად სწორია საერთოდ, რომ ჩამოყავთ, არ ვიცი. მე თვითონაც უხერხულად ვგრძნობ თავს, რომ ჩემს გამო უნდა ჩამოვიდეს, რა გინდ საქმეც უნდა იყოს. პრაქტიკულად აღარ აქვს შესაძლებლობა, რომ  გადაადგილდეს. რამდენჯერ ადგა ფეხზე, თავბრუ კი არ ეხვევა, ჩანს, რომ ქანაობს ადამიანი. ვერ იკავებს თავს, ვთხოვე, რომ დამჯდარიყო. 

 

მიხეილ სააკაშვილი ცუდად არ არის, მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცუდად არის. ჩემი შეფასებით, მე ექიმი არ ვარ, მაგრამ სამწუხაროა, რომ ჩემი და იქ შემსვლელი ადვოკატების შეფასებების ამარაა დარჩენილი პროცესი. 

 

ქართული საზოგადოება უნდა შევთანხმდეთ, თუ ჩვენ რეჟიმთან ერთად ვეგუებით ამ ყველაფერს, მაშინ არაფრის ღირსები ვართ. გამოსავალი არის ერთადერთი, ჩვენ ამას არ ვეგუებით და ვითხოვთ რეჟიმის დასრულებას, მათ შორის ვადამდელი არჩევნების გზით. ეს რეჟიმი ამ კაცს მოკლავს, მე უკვე ეჭვი აღარ მეპარება ამაში”, – განაცხადა გვარამიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები