spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა გვარამია – მინდა მივესალმო საქართველოს მესამე პრეზიდენტს და ვუთხრა, რომ ის გათავისუფლდება მას მერე, რაც გაიმარჯვებს ქართველი ხალხი

მე მინდა მივესალმო საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და ვუთხრა, რომ ის ჩვენთვის პოლიტიკური პატიმარია და ის გათავისუფლდება მას მერე, რაც გაიმარჯვებს ქართველი ხალხი, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

“მე მინდა მივესალმო ადამიანებს, ვის საფუძველს იღებს ამ მიწიდანაც. ზვიად გამსახურდიას ხსოვნა მინდა ვთქვა, კაცის, რომელიც ამ მიწის შვილია და კაცის, რომელმაც მოგვიტანა თავისუფლება. ეს კაცი არის საქართველოს ისტორიის ოქროს ფურცელი, ზვიად გამსახურდია დიდი კაცი, დიდი ქართველი, დიდი მეგრელია და მისი ხსოვნა, არდავიწყება და ისტორიული გამარჯვება იყოს სულ.

მე მინდა მივესალმო საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და ვუთხრა, რომ ის ჩვენთვის პოლიტიკური პატიმარია და ის გათავისუფლდება მას მერე, რაც გაიმარჯვებს ქართველი ხალხი.

ასევე, მე მინდა მივესალმო საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, რომელიც ნახევრად მეგრელია. სალომე ზურაბიშვილს მინდა ვუთხრა, რომ მისი ინიციატივა არის უმნიშვნელოვანესი და ჩვენ მას მივყვებით ევროკავშირის კარიბჭემდე.

ეს ხალხი ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურები არიან და ძალიან მარტივად, რომ ვთქვათ, გამარჯვება აქ არის, თქვენ შორის, გამარჯვება არ არის იქ, სადაც ხალხი მოჰყავთ ძალით, მაგრამ გამარჯვება არის აქ, სადაც არის წრფელი გული, სადაც არის პატრიოტიზმი და სადაც არის ნამდვილი საქართველო“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები